www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:17 13.12.2012
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძე გუშინ საღამოს საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს .
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძე გუშინ საღამოს საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს .

წინასწარი ვერსიით, ადგილი აქვს თვითმკვლელობას, თუმცა, გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ის დღის განმავლობაში კარგ განწყობაზე იყო.

მანუჩარ ჯოხაძის ცხედარი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ლევან თარხნიშვილს იმედი აქვს, რომ გამოძიება გარდაბნის გამგებლის მოადგილის, მანუჩარ ჯოხაძის დაღუპვის მიზეზებს დაადგენს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თარხნიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჯოხაძე რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ლევან თარხნიშვილი აღნიშნას, რომ ზოგადად ამ მიმართულებით ქვეყნაში მძიმე მდომარეობაა.

"ჩვენ მისი მეუღლისგან და იქ მყოფი ადამიანებისგან რამდენიმე ფაქტის შესახებ ვიცით. ერთი არის ის, რომ ეს ადამიანი გამგებელთან ერთად, ერთი კვირის წინ პროკურატურაში იყო დაბარებული. ფაქტია, რომ დღეს საკმაოდ ბევრ ადამიანს იბარებენ, არის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობების დონეზე ზეწოლა. ასევე, ფაქტია ისიც, რომ მანუჩარ ჯოხაძეს დღევანდელი დღისათვის ჰქონდა კონკრეტული გეგმა - მას რაჭაში ნათესავი გარდაეცვალა და ოჯახთან ერთად გამგაზავრებას აპირებდა. მან გუშინ საღამოს ერთი პიროვნებისგან გარკეული თანხა ისესხა გასამგზავრებლად, იყო ბანკში, საიდანაც გამოიტანა ეს თანხა, იყიდა საწვავი და დაკავებული იყო იმით, რომ დღეს რაჭაში წასულიყო. ამის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც მას გადაწყვეტილება კარდინალურად შეაცვლევინა. ჩვენ იმედი გვაქს, რომ ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან თარხნიშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურაში ჯოხაძის დაბარების მოტივაციას, თარხნიშვილის ინფორმაციით, პროკურატურას კითხვები სამეურნეო საკითხებთან - მილებისა და სხვა ინვენტარის გაყიდვის საქმეზე ჰქონდა.

გარდაბანში, ლევან თარხნიშვილის გარდა, იმყოფებოდნენ ირმა ნადირაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე და ზურაბ მელიქიშვილი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძე გუშინ საღამოს საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს. წინასწარი ვერსიით, ადგილი აქვს თვითმკვლელობას, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ და ამბობენ, რომ ის დღის განმავლობაში კარგ განწყობაზე იყო.

მომხადრთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia