www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:09 06.07.2015
რა ხდება საბერძნეთში - „ბოდიში მერკელ“

საბერძნეთის ისტრიული რეფერენდუმის შედეგები ასეთია - 39 % არა, 61 % დიახ. ბერძნებმა საერთაშორისო კრედიტორებს უარი უთხრეს. მოსახლეობის ნახევარზე მეტმა ხელისუფლების პოზიცია გაიზიარა. გადაწყვეტილება ათენის ცენტრში, სინტაგმას მოედანზე საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს.

ამ წუთებში დეფოლტის წინაშე მდგარი ქვეყნის მომავალს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია ხელისუფლების გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებს იგი უახლოესი დღეების განმავლობაში.

„ვამაყობთ ჩვენი მთავრობით და რეფერენდუმის შედეგებით. ეს არის მესიჯი მთელი ევროპისთვის, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია განსაცდელში ყოფნა. ფულის გარეშე ვიცხოვრებთ, სიამაყის გარეშე კი ვერა - ბოდიში მერკელ!“, - აცხადებს საბერძნეთის მოსახლეობა.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობას ტელევიზიით ქვეყნის პრემიერმინისტრმა მიმართა და ბერძნებს გაბედული არჩევანის გაკეთება მიულოცა.

ალექსის ციპრასის განცხადებით, მოსახლეობამ დაამტკიცა, რომ დემოკრატიას ვერავინ დაამარცხებს.

„დღეს ყველამ ერთად ევროპის ისტრიაში ნათელი ფურცელი ჩავწერეთ. დავამტკიცეთ, რომ ურთულეს პირობებშიც კი დემოკრატიის დამარცხება შეუძლებელია. კარგად მესმის, რომ მანდატი, რომელიც ხალხმა მომცა, არ  გულისხმობს ევროპასთან ურთიერთობის გაწყვეტას, არამედ ჩვენი პოზიციის გაძლიერებას მოლაპარაკებებში“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გვიან ღამით ალექსის  ციპრასმა მთავრობის საგანგებო შეხვედრა მოიწვია. შეხვედრას პრემიერმინისტრის რეზიდენციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები და პოლიტიკური პარტიის წევრები ესწრებოდნენ.

პრესკონფერენცია საბერძნეთის  ფინანსთა მინისტრმა მოიწვია, რომელმაც მოგვიანებით თანამდებობა დატოვა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9568
EUR3.2566
GBP3.801
RUB4.5941
თბილისი 4°-13°
ქუთაისი 11°-23°
ბათუმი 12°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia