www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:45 10.09.2015
„ისლამური სახელმწიფო“ ნორვეგიელ და ჩინელ ტყვეებს „ყიდის“

ტერორისტული დაჯგუფება „ისლაური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ შეპყრობილი ჰყავს ორი ქვეყნის, ნორვეგიისა და ჩინეთის მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ექსტრემისტებმა ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ტყვეები არიან ასახულნი, ისინი ციხის ყვითელ ტანისამოსში არიან შემოსილნი - ფოტოზე წარმოდგენილნი არიან ოსლოს 48 წლის მაცხოვრებელი, ოლე იოჰან გრიმსჰაარდ-ოფსტადი და პეკინის 50 წლის მაცხოვრებელი ფან ცზინჰუენი.

ტერორისტები აცხადებენ, რომ მათ ტყვეების სანაცვლოდ გამოსასყიდის მიღება სურთ. ფოტოზე თითოეულ ტყვესთან წერია „ნორვეგიელი ტყვე. იყიდება“ და „ჩინელი ტყვე. იყიდება“.

ნორვეგიის პრემიერმინისტრის, ერნი სოლბერგის განცხადებით, ხელისუფლებამ იცის იმის შესახებ, რომ სირიაში მათი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა: „ეს სერიოზული და რთული საკითხია. ჩვენი ძალისხმევის მიზანია - ჩვენი მოქალაქის შინ უვნებლად დაბრუნება“.

პრემიერმა ასევე დასძინა, რომ ხელისუფლება ტერორისტების მოთხოვნის შესრულებაზე უარს აცხადებს და გამოსასყიდს არ გადაიხდის.

ისლამისტები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ ტყვეებს საჯაროდ სიკვდილით სჯიან. მიმდინარე წლის 24 იანვარს, გაავრცელეს მოკლული იაპონელი ჟურნალისტის ფოტო. მათი მსხვერპლნი ასევე გახდნენ ამერიკელი პიტერ კესსიგი, ბრიტანელი ალან ჰენნინგი და დევიდ ჰეინსი, ასევე  ხორვატიელი ტომისლავ სალოპეკი.

თებერვალში ისლამისტებმა ქრისტიანების რამდენიმე ჯგუფი დასაჯეს სიკვდილით. ძალიან იშვიათია, როცა მათი ტყვეობიდან ვინმეს ათავისუფლებენ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8714
EUR3.2191
GBP3.5832
RUB4.5608
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 21°-27°
ბათუმი 22°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia