www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:49 11.02.2016
რა არის ზიკას ვირუსი და ემუქრება თუ არა საქართველოს
„ზიკას" ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, რამდენიმე დღის წინ პირველი შემთხვევაში ჩინეთშიც დაფიქსირდა. ამჟამად „ზიკას" ვირუსი უკვე 25 ქვეყანაშია გავრცელებული. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გავრცელებულ  ზიკას ვირუსს სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს. იმასაც კი ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ახალი მასშტაბური ეპიდემიის დასაწყისი. რაც ყველაზე საგანგაშოა, ვირუსს მოსდევს თანდაყოლილი დეფექტები და ნევროლოგიური პრობლემები, ამიტომ ორსულები განსაკუთრებული რისკის ჯგუფში განიხილებიან. "ზიკას" ვირუსის გამო, უკვე ათასობით ბავშვი განუვითარებელი ტვინით დაიბადა. ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ინფექციის საშიშროების გამო, ქალებს დაფეხმძიმებისგან თავის შეკავებისკენაც კი მოუწოდებენ.

იგი პირველად ამერიკის კონტიტენტზე 2015 წლის მაისში დაფიქსირდა. "ზიკას" ვირუსი ადამიანს კოღოს კბენის შედეგად გადაეცემა. სულ პირველად, ზიკას ვირუსი 1947 წელს აღმოაჩინეს და დიდი ხნის განმავლობაში ის თავს არავის ახსენებდა. მაგრამ ახლა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და ვირუსი 25 ქვეყანაში ფიქსირდება. 

ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები ემთხვევა გრიპის ნიშნებს, ასევე ახლავს კანის ქავილი, კონიუნქტივიტი, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, გამონაყარი.

სამხრეთ ამერიკა საქართველოდან შორს არის, თუმცა როგორც აღმოჩნდა 2 წლის წინ კოღოს ის სახეობა, რომელსაც ეს საშიში ვირუსი გადააქვს საქართველოშიც დააფიქსირეს. ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო  ქართველმა სპეციალისტებმა 2 წლის წინ ბათუმთან ახლოს ნახეს, 2014 წელს საშიში ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოაჩინეს ზუგდიდის მახლობლად მდებარე საბურავების საწყობშიც. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საშიში ვირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საუბრობენ იმაზეც, რომ საქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების საშიშროება არის, თუმცა ის მინიმალურია. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვირუსი მსოფლიო საფრთხედ აღიარა და მისი გავრცელების არეალის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის ზიკა მსოფლიოს 25 ქვეყანაშია გავრცელებული და ის განსაკუთრებით საფრთხის მატარებელია ორსულებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9781
EUR3.3
GBP3.8549
RUB4.6712
თბილისი -2°-4°
ქუთაისი 5°-13°
ბათუმი 8°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia