ნადია სავჩენკოს გასათავისუფლებლად პეტრე პოროშენკო მზად არის, რუსეთს ტყვეები გაუცვალოს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ანკარაში ვიზიტის დროს გააკეთა.
თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პოროშენკომ აღნიშნა, რომ მსგავსი წინადადება რუსულ მხარეს 2 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ წამოუყენებია.
"ნადია სავჩენკო, ისევე როგორც ყველა უკრაინელი სამხედრო, თავის მოვალეობას ასრულებდა. სამწუხაროდ ის დონბასიდან გაიტაცეს, ციხეში ჩასვეს და ისეთი ბრალდება წაუყენეს, რომელთანაც არაფერი აკავშირებს. რაც შეეხება ტყვეების გაცვლის შესაძლებლობას, ვიყენებ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას და პირველად ვაცხადებ, რომ ეს შესაძლებელია. მე მზად ვარ გაცვლისთვის, იმისთვის, რომ ნადია სავჩენკსო სამშობლოში დაბრუნდეს," - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.