www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
08:23 29.03.2016
ვაშინგტონში კაპიტოლიუმის ცენტრში სროლა მოხდა (ვიდეო)

ვაშინგტონში კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტი გახსნილია. ეჭვმიტანილი მამაკაცი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე იარაღით შეიჭრა და უსაფრთხოების თანამშრომლის მისამართით ცეცხლის გახსნა სცადა, 66 წლის ტენესელი ლარი რასელ დოუსონი აღმოჩნდა.

სპეც ოპერაციის შედეგად შეიარაღებული პირი დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტის დროს ერთი თვითმხილველი ქალიც მსუბუქად დაშავდა. კაპიტოლიუმში რამდენიმე საათით ევაკუაცია გამოცხადდა.

სამართალდამცველები ტერორისტულ თავდასხმას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ მომხდარი რიგითი კრიმინალური აქტი იყო.

უსაფრთხოება ვაშინგტონში განსაკუთრებით გაძლიერებულია, რადგან ამერიკის დედაქალაქში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად მსოფლიოს ლიდერებს ელოდებიან.

CNN-ი კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მომხდარი სროლის შესახებ დეტალებს ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიას წყარომ განუცხადა, ვიზიტორთა ცენტრის შესასვლელში მეტალოდეტექტორის თაღში გასვლისას, საგანგაშო სიგნალი ჩაირთო , რის შემდეგაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელს გაჩერება უბრძანეს. საპასუხოდ ბოროტმოქმედმა მათი მიმართულებით სროლა დაიწყო. ის საპასუხო სროლის შედეგად გაანეიტრალეს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8971
EUR3.239
GBP3.6066
RUB4.5838
თბილისი 22°-33°
ქუთაისი 21°-28°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia