www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:49 26.04.2016
პუტინი ცდილობს, ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს
ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს, - ასეთი მოსაზრება ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გამოთქვა. ობამა მიიჩნევს, რომ პუტინი ნატო-ს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას აღიქვამს როგორც საფრთხეს რუსეთის ხელისუფლებისთვის. 

ობამას თქმით, მიგრაციული კრიზისი წარმოადგენს პრობლემას არამხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. თუმცა, სტრატეგიული თვალსაზრისით, გაცილებით დიდი საფრთხეა ევროპაში ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმის გაძლიერება, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი ადამიანები იყენებენ, როგორიცაა „ბატონი პუტინი“.

„ბატონი პუტინი ნატო-ს, ევროკავშირს, ტრანსატლანტიკურ ერთიანობას განიხილავდა როგორც საფრთხეს რუსეთის ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, ის ცდება. ვუთხარი, რომ სინამდვილეში ძლიერი, ერთიანი ევროპა, რომელიც ძლიერ, გარე სამყაროზე ორიენტირებულ რუსეთთან მუშაობს - „სწორი გამოსავალია“, - განაცხადა ობამამ და იქვე დასძინა, რომ პუტინი ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.

გუშინ, ჰანოვერში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა იქამდე უნდა გააგრძელონ, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს. ობამას თქმით, მას რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მოსკოვმა საერთაშორისო საზოგადოების დაშინების პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი -1°-11°
ქუთაისი 4°-21°
ბათუმი 11°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia