www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:38 08.09.2016
სექტემბერში მზისა და მთვარის დაბნელება იქნება
ზუსტად ამ თვეს ემთხვევა ე.წ. "დაბნელებების კორიდორი" ორი დაბნელება - მზისა და მთვარის, რაც თავისთავად ართულებს სიტუაციას. დაბნელებები თავისი არსით უნიკალური ასტროლოგიური მოვლენაა და მისი მეშვეობით სამყარო უდიდეს ენერგეტიკულ პოტენციალს აგზავნის. თუმცა, ამ ენერგიას სწორი მიღება და გამოყენება უნდა. ამიტომაც არის რომ ზუსტად დაბნელებების პერიოდში ხდება ადამიანების ცხოვრებაში მოულოდნელი და ხშირად ფატალური მოვლენები. ხოლო იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ნიშნებშია მზისა და მთვარის დაბნელება შეგვიძლია ვივარაუდოთ, კონკრეტულად რომელი სფეროები იქნება აქტიური და საკვანძო ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენების გავლენით.

სექტემბრის დაბნელებები ქალწული-თევზების ღერძზე ხდება. ამიტომ აქტუალური თემები გონიერებასა და იდეალიზმს შორის ზღვარის დაცვაზე გადის. ქალწული მატერიალისტი ნიშანია, თევზები კი - მეოცნებე. თუმცა, ქალწულის ნეგატიურ თვისებებს, რომელიც მერკანტილურობასა და ზედმეტ სკეპტიციზმში აისახება, თევზების სულიერება და სასწაულების რწმენის უნარი აბალანსებს. ამიტომ სექტემბრის დაბნელებები ზუსტად ამ საკითხებს წამოსწევს წინ - ადამიანებს მოუწევთ მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის სწორი ბალანსის დაცვა. რაკი მზის დაბნელება ქალწულში ხდება, აუცილებლად გააქტიურდება მატერიალური საკითხები და მასთან დაკავშირებული თემები. ხოლო მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოში სულიერების, ურთიერთთანაგრძნობისა და მიტევების საკითხებზე დაფიქრების აუცილებლობას მოგვცემს. თუმცა რეალური ამოცანა ის გახლავთ, რომ ამ პერიოდში უნდა შევძლოთ ჯანსაღი რეალიზმისა და ობიექტური იდეალიზმის სინთეზირება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სიკეთე ქმედითი უნდა იყოს, ხოლო ჩვენი ქმედებები აუცილებლად უნდა იყოს გაჯერებული სითბოთი და ზრუნვით ახლობელი ადამიანების მიმართ.

როგორც უკვე ვიცით, მზის დაბნელება უკან მოვიტოვეთ, თუმცა წინ მთვარის დაბნელება გველის 16 სექტემბრეს, რომელიც თევზების ზოდიაქოში ხდება და ამჯერად უკვე ქალურ ენერგეტიკას, ემოციურ სფეროს ააქტიურებს. ამ პერიოდში შესაძლოა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გაუჭირდეთ საკუთარი ემოციების მართვა. თევზების გავლენით ჩვენს ქვეცნობიერში დალექილი ყველაზე მიმალული ემოციები აქტიურდება. ამიტომ აუცილებელია ამ დღეებში ჯანსაღი თვალით შევხედოთ ყველაფერს, არ ავყვეთ შიშებსა და ემოციებს. ვაკონტროლოთ ჩვენი დამოკიდებულება გარშემო მყოფების მიმართ. არ დავუშვათ წყენა და კონფლიქტები.

ქალწული-თევზების ღერძი ასევე ააქტიურებს ჯანმრთელობის თემებს. თუმცა, ამ თემებში არამხოლოდ ფიზიკური, სულიერი სიჯანსაღის მომენტიც გასათვალისწინებელი. აუცილებელია გავიაზროთ, რომ ფიზიკური სხეული მხოლოდ და მხოლოდ სულიერი "წყლულების" შედეგად იწყებს დაავადებას. ამიტომ მიმდინარე დაბნელებები საუკეთესო დროა საიმისოდ, რომ ჩვენს სულს ვუწამლოთ და ამით თავიდან ავიცილოთ სამომავლო ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც დაგროვილი წყენის, უთანხმოების, შურისა და ბოღმის შედეგად შეიძლება შეექმნას ჩვენს ორგანიზმს. უნდა გვახსოვდეს, რომ დაბნელების ენერგეტიკა, მოქმედებს როგორც პრიზმა, გამადიდებელი შუშა. შესაბამისად, ამ პერიოდში ნებისმიერი ტიპის მავნე ჩვევებისა და მიჯაჭვულიბისგან გათავისუფლების შანსი გვეძლევა. რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8845
EUR3.241
GBP3.6177
RUB4.5787
თბილისი 22°-34°
ქუთაისი 21°-29°
ბათუმი 21°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia