www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:17 27.09.2016
ნიუ-იორკში ჰილარი კლინტონის და დონალდ ტრამპის პირველი პირდაპირი დებატები გაიმართა
ნიუ-იორკში პრეზიდენტობის კანდიდატების, ჰილარი კლინტონის და დონალდ ტრამპის პირველი პირდაპირი დებატები გაიმართა. 

90-წუთიანი დებატების დროს კანდიდატებმა განიხილეს აშშ-ის უსაფრთხოების საკითხები, ქვეყნის განვითარება და ეკონომიკის გაძლიერება. 

როგორც „ბიბისი“ წერს, დებატების დაწყებიდან მალევე კლინტონმა და ტრამპმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს. 

ჰილარი კლინტონის თქმით, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის მიმართ დადებითაც არის განწყობილი, ტრამპმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ მმართველი ხელისუფლება ექსტრემსიტებთან ბრძოლაში საინფორმაციო ომს აგებს. 

ჰილარი კლინტონის მოსაზრებით, აშშ-ის სახელმწიფო დაწესებულებებსა და დემოკრატიულ პარტიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან სწორედ რუსეთი დგას.

„დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რუსებს ეს კარგად უნდა ესმოდეთ“, - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა. 

დებატების დროს დონალდ ტრამპმა მოსაზრება გამოთქვა, რომ ნატო-მ ტერორიზმთან და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ჰილარი კლინტონმა კი განაცხადა, რომ ტრამპს ამ მიმართულებით არანაირი გეგმა არ გააჩნია.

ტელეკომპანია CNN-ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დებატების გამარჯვებულად ჰილარი კლინტონს ამომრჩევლის 62% მიიჩნევს, ტრამპს კი 27%.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 2%-ით უსწრებს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
იანვარი 2020
იანვარი 2020
იანვარი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.887
EUR3.187
GBP3.7823
RUB4.673
თბილისი -2°-9°
ქუთაისი -1°-8°
ბათუმი 4°-10°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia