"ეს დღე ისტორიაში ჩაინიშნება, როგორც სასტიკი დიქტატორის გარდაცვალების თარიღი"-ამ განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ფიდელ კასტროს გარდაცვალებას ეხმაურება. შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი კუბის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებაზე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. აშშ-ს პრეზიდენტი გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ კუბა თავისუფალი მომავლისკენ ნაბიჯებს გადადგამს.
"ეს დღე ისტორიაში ჩაინიშნება, როგორც სასტიკი დიქტატორის გარდაცვალების თარიღი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა, თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში, გაუსაძლისი ზეწოლის ქვეშ ამყოფა",- აცხადებს დონალდ ტრამპი.