www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:20 01.12.2016
ბინალი ილდირიმი - თურქეთის მოთმინების ფიალა ივსება
თურქეთი არ არის ვალდებული მუდმივად დაიცვას ევროპა რეგიონალური საფრთხეებისგან, ანკარას მოთმინების ფიალა ივსება, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა. აღნიშნულის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. 

„თურქეთი ევროპის რეგიონალური საფრთხეების წინაშე უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარანტია. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში თურქეთს წინააღმდეგობა რომ არ გაეწია რეგიონალურ საფრთხეებზე, ევროპა ვერ შეძლებდა მათ გამკლავებას. მაგრამ ჩვენი მოთმინების ფიალაც ივსება. ვალდებული არ ვართ მუდმივად დავიცვათ ევროპა რეგიონალური საფრთხეებისგან“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ანკარაში გამართულ თურქი მეწარმეების ასოციაციის საბჭოს სხდომაზე. 

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას თურქეთთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას იურიდიული ძალა არ გააჩნია. 

„ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებაზე, მაგრამ ამ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ გააჩნია. მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ჩვენ უკვე გავახმოვანეთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე: ამ გადაწყვეტილებას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამავდროულად, გვჯერა, რომ ევროპაში დარჩნენ ლიდერები, რომლებიც ფიქრობენ ევროპის მომავალზე. არა მგონია, ეს უაზრო გადაწყვეტილება გათვალისწინებული იყოს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე 15-16 დეკემბერს“, - აღნიშნა ბინალი ილდირიმმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.9841
EUR3.3422
GBP3.7394
RUB4.313
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia