www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:43 08.01.2017
ევროპის ქვეყნებში ანომალიურად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ევროპის ქვეყნებში ანომალიურად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ყინვების გამო სხვადასხვა ქვეყანაში 20 ადამიანზე მეტი დაიღუპა. მათ შორის მიგრანტები და უსახლკაროებიც არიან. 

„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ყინვებს მხოლოდ პოლონეთში 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იქ ტემპერატურა მინუს 14 გრადუსამდე დაეცა, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში კი მინუს 20 გრადუსი დაფიქსირდა. 

ძლიერ თოვლთან გამკლავებას ცდილობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ იტალიაში, სადაც უამინდობას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გერმანიის სამხრეთ ნაწილის მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა მინუს 26 გრადუსამდე დაეცა, ცენტრალური გზატკეცილების უმეტესი ნაწილი ლიპყინულითაა დაფარული. 

ჩეხეთის ხელისუფლების განმარტებით, გასული ღამე ზამთრის დადგომის შემდეგ პრაღისთვის ყველაზე ცივი აღმოჩნდა. ყინვის გამო იქ სამი ადამიანი დაიღუპა. 

მსხვერპლი არის ბულგარეთში, სადაც ყინვას 3 თავშესაფრის მაძიებლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტამბოლში 40 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა. უკანასკნელ დღეებში უამინდობის გამო თურქეთის რამდენიმე აეროპორტში ფრენები გაუქმდა. 

მოსკოვში ანომალიური საშობაო ყინვა დაფიქსირდა და ტემპერატურა მინუს 30 გრადუსს ჩასცდა. მეტეოროლოგების განმარტებით, ეს რუსეთის ისტორიაში უკანასკნელი 120 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარია, თუმცა აღნიშნული პროგნოზი მხოლოდ რუსეთზე არ ვრცელდება. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 21°-31°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia