www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:50 14.03.2017
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ბრალი „ტერორისტების მხარდაჭერაში“ დასდო. 

აღნიშნულის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა A Haber TV-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ქალბატონო მერკელ, რატომ აძლევთ თქვენს ქვეყანაში თავშესაფარს ტერორისტებს? რატომ არაფერს აკეთებთ? ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

ერდოღანს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ ტერორისტებს გულისხმობდა, თუმცა მითითება გააკეთა ქურთისტანის მუშათა პარტიაზე, რომელიც თურქეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ „ტერორისტულ ორგანიზაციად“ ითვლება. 

თურქეთის ლიდერმა მერკელს ასევე ბრალი დასდო იმაში, რომ მან ნიდერლანდების მხარი დაიჭირა თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის წარმოქმნილ სკანდალურ სიტუაციაში, როდესაც ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს როტერდამში შესვლის ნებართვა არ მისცა. 

ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობები სტამბოლში გერმანელი ჟურნალისტის დენიზ იუჯელის დაკავების შემდეგ გამწვავდა. თურქეთის ხელისუფლება მას ბრალს დებს „ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, მონაცემების არასამართლებრივ გამოყენებაში და ტერორიზმის პროპაგანდაში“. 

ანგელა მერკელმა ოფიციალურ ანკარას ჟურნალისტის გათავისუფლება და სიტყვის თავისუფლების პატივისცემა მოსთხოვა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1916
EUR3.4801
GBP3.889
RUB4.4615
თბილისი 14°-25°
ქუთაისი 18°-28°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia